„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა აღიარა, რომ სკეპტიკურად აფასებს გუნდში ნეიმარის დაბრუნების შანსებს. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, ეკონომიკური სიტუაცია არ იძლევა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის შეძენის საშუალებას.
„ვფიქრობ, ეს რთული იქნება. ბრაზილიელის ტრანსფერი თითქმის შეუძლებელია ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა რადიოსადგურ „ონდა სეროსთან“ კომენტარში სეტიენმა.
ნეიმარი „ბარსელონაში“ ოთხი სეზონი თამაშობდა და 2017 წელს, 222 მილიონ ევროდ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.