„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა აღიარა, რომ მისი კლუბის მოამაშეები ძალიან ენდობიან კაპიტანს ლიონელ მესის.
„ეს მართალია – არიან მოთამაშეები, რომლებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ მესისთვის პასების გადაცემაზე. თუმცა, მეც ასე მოვიქცეოდი. მესი წყვეტს თავისი გუნდის თამაშის 99 პროცენტს. ყოველთვის ვეუბნები ჩემს ფეხბურთელებს, რომ თუ ბურთი აღმოჩნდება საუკეთესო მოთამაშეების ფეხებში, ყველაფერი კარგად იქნება. აი, ამიტომაც ეძებენ ისინი მესის – იციან, რომ ის რაღაც მოიფიქრებს. ეს დამოკიდებულება – ნორმალურია. მირჩევნია, რომ მას აძლევდნენ გადაცემას. ამ დროს მოდუნებული ვარ“, – მოჰყავს მწვრთნელის სიტყვები AS-ს.
სეტიენმა „ბარსელონა“ ორი თვის წინ, ერნესტო ვალვერდეს გაშვების შემდეგ ჩაიბარა.