კიკე სეტიენი - მესის ტრავმა უმნიშვნელოა და ის მომდევნო მატჩებში ითამაშებს
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ირწმუნება, რომ გუნდის კაპიტანი ლიონელ მესი „მალიორკას“ წინააღმდეგ ითამაშებს.
„მესის კუნთის უმნიშვნელო სპაზმი აქვს და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ლეო წესრიგშია და მას პრობლემები არ ექნება. რაც შეეხება მის სათამაშო დროს, მომდევნო მატჩებზე ვაკეთებთ ორიენტირებას. არაერთი შეხვედრაა წინ და შემადგენლობაც დიდი გვაქვს“, – მოჰყავს სეტიენის სიტყვები მუნდო დეპორტივოს.
რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ფორვარდი დამოუკიდებლად ვარჯიშობს, რათა შესაძლო გართულებები იქნას აცილებული თავიდან.
შეგახსენებთ, რომ მატჩი მალიორკა – ბარსელონა 13 ივნისს გაიმართება.