ინტერნეტ გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი 2020-21 წლების სეზონში კატალონელთა დამრიგებლის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა სრულად ენდობა 61 წლის მწვრთნელს და გეგმავს მასთან თანამშრომლობის მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივებას. სეტიენმა უკვე გაუზიარა შეფობას თავისი შეხედულებები კლუბის განვითარებაზე და ის მოთამაშეებიც დაასახელა, რომელთა ხილვაც სურს შემადგენლობაში.
იტყობინებიან, რომ სეტიენმა გასახდელში ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოაყალიბა – მას რეგულარული კავშირი აქვს ფეხბურთელებთან და ყოველთვის ეკითხება მათ რჩევას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებისას.
სეტიენი „ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი 2020 წლის იანვარში, ერნესტო ვალვერდეს გადაყენების შემდეგ გახდა.