კიკე სეტიენი - „ბარსელონა“ რომ ჩემპიონი გახდეს, ყველა მატჩი უნდა მოიგოს
კიკე სეტიენი - „ბარსელონა“ რომ ჩემპიონი გახდეს, ყველა მატჩი უნდა მოიგოს

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთის განახლებულ ჩემპიონატსა და მისი გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა.

„ვნახოთ, როგორ წარიმართება თამაშები, ყველა ფეხბურთელს ინდივიდუალური სიტუაცია აქვს. ვფიქრობ, იმისთვის რომ „ბარსელონა“ ჩემპიონი გახდეს, ყველა მატჩი უნდა მოიგოს, – ციტირებს სეტიენის სიტყვებს Marca. – ჩვენთან ყველაფერი კარგად მიდის და კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, რომ მწვერვალზე დავრჩეთ. ფსიქოლოგიურადაც შესანიშნავ ფორმაში ვართ, მაგრამ ვნახოთ, წინ როგორი სირთულეები გველოდება.“

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის სტურნირო ცხრილს „ბარსელონა“ ლიდერობს და მეორედგილოსან „რეალს“ ორი ქულით უსწრებს.