ყოველწლიური დაჯილდოებაზე (GFF Awards 2020) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო მსაჯი დაასახელა.
უმრავლესობამ ხმა გიორგი კიკაჩეიშვილს მისცა – ფიფა-ს 29 წლის არბიტრი პირველად გახდა საქართველოს წლის საუკეთესო მსაჯი.
კიკაჩეიშვილმა დასრულებულ სეზონში 24 მატჩი განსაჯა – ეროვნულ ლიგაში 20 შეხვედრა, ხოლო დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე – 4. სულ ყვითელი ბარათი აჩვენა 120-ჯერ, ხოლო წითელი ბარათი – რვაჯერ. ე.ი საშუალოდ თამაშში ყვითელ ბარათს 5-ჯერ იყენებდა, ხოლო წითელს – 0,291-ჯერ.
ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი 10 ივლისს „საბურთალო“-„თელავის“ მატჩში აჩვენა – 9 ყვითელი. მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, ბარათი რომ არ ამოიღო – 19 ივლისს, „დინამო თბილისის“ – „დილას“ მატჩზე და 19 ოქტომბერს, „დინამო თბილისი“-„ლოკომოტივის“ შეხვედრაზე.
მიმდინარე წელს პანდემიისა და საკარანტინო რეგულაციების გამო, დაჯილდოება შეცვლილი ფორმატით, ონლაინ რეჟიმში იმართება.