„ფიორენტინას“ თავმდამხმელმა ფედერიკო კიეზამ უარყო ხმები, თითქოს ის კლუბიდან წასვლას გეგმავს.
„არ მიმდინარეობს არანაირი მოლაპარაკება, არ არსებობს სხვა კლუბი, არის მხოლოდ „ფიორენტინა“, – ციტირებს კიეზას სიტყვებს Corriere dello Sport. – აგენტი არ მყავს და ამ ფუქნციას მამაჩემი ითავსებს.
არ განვიხილავთ აგენტის აყვანას. ხმები, თითქოს ფრანჩესკო ტოტის სააგენტოსთან ვთანამშრომლობ, ცრუ ინფორმაციაა. ახლა ერთადერთი, რასაც ველოდებით – ფეხბურთის დაბრუნებაა, სხვა დანარჩენი მომავლის საქმეა“, – აცხადებს ფედერიკო კიეზა.