კიევში ამ წუთებში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას „ბიბისი“ უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უკრაინაში პოპულარულ ტელეგრამარხებზე იუწყებიან, აფეთქებები კიევის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაისმა.
მანამდე კიევში ჩართული იყო საჰაერო შეტევის მანიშნებელი სირენა.
კიევში არსებული ვითარების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.