ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი ყოველთვის იყო ცნობილი იმით, რომ მას ფეხბურთის თამაშის გარდა, კულტურა და ეკონომიკაც აინტერესებდა.
მან 2017 წელს ეკონომიკაში ხარისხი წარჩინებით დაიცვა. „იუვენტუსის“ კაპიტანს დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა მისი ცხოვრების ყველა დასამახსოვრებელი მომენტი, ოჯახის ამბებით, ბავშვობით და ბურთზე პირველი შეხებით მიღებული შთაბეჭდილებებით დაწყებული.
კიელინიმ ეს ოცნება აისრულა და მისი წიგნი „მე-ჯორჯო“, მკითხველთათვის ხელმისაწვდომი მაღაზიებში 12 მაისიდან იქნება.