კიელინი შოკშია - უდიდესი იმედგაცრუებაა, შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო #1TVSPORT
კიელინი შოკშია - უდიდესი იმედგაცრუებაა, შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩი იყო #1TVSPORT

იტალიელ ფეხბურთელებს არ სჯერათ, რაც დაემართათ და შოკირებულები არიან – მანჩინის გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და მუნდიალის მიღმა დარჩა, გამოცდილი ჯორჯო კიელინი კი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.

შეხვედრაში, რომელშიც ევროპის ჩემპიონები უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, იტალიელები ბალკანელებთან 90+2-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდნენ და მოედანი თავდახრილებმა დატოვეს.

ჯორჯო კიელინი მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შევიდა და დაცვის საიმედოობა ევალებოდა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიისთვის გამარჯვების გოლი ტრაიკოვსკიმ სწორედ ამ შეცვლის შემდეგ გაიტანა.

„ეს არის ყველა ჩვენგანისთვის დიდი შოკი და წარმოუდგენელი იმედგაცრუება. ვფიქრობ, თამაში არ იყო ცუდი, მხოლოდ გოლი გვაკლდა. ჩვენ ყველანი შოკში ვართ, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ვფიქრობ, ახლა არ არის იმის დრო, რომ ვისაუბრო იმაზე, გავაგრძელებ თუ არა ეროვნულ ნაკრებში თამაშს, სინამდვილეში არც კი ვიცი რა ვთქვა, ჯერ მანჩინის უნდა დაველაპარაკო“ – განაცხადა კიელინიმ მატჩის დასრულებისთანავე.