კიელინი - საფეხბურთო სამყარო დიდი ხანია, სუპერლიგისთვის მომწიფდა, სერია ა-ში კი გუნდების რაოდენობა შესამცირებელია #1TVSPORT
„იუვენტუსის“ კაპიტანს, ჯორჯო კიელინის მიაჩნია, რომ თანამედროვე ფეხბურთს სუპერლიგის მსგავსი ტურნირი სჭირდება, სერია ა-ში კი ბევრი გუნდია, რაც იტალიის ჩემპიონატის ხარისხზე ცუდად აისახება.
„სუპერლიგის მსგავსი ტურნირის შექმნაზე წლებია, რაც მსჯელობა მიდის, – ციტირებს კიელინის სიტყვებს Calcio e Finanza. – უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს სურთ, რომ შესაბამისი დონის ტურნირებზე ითამაშონ, ამასვე ვიტყვი გულშემატკივრებზე – მათ შთამბეჭდავი სანახაობა სჭირდებათ.
მაგალითად, დღევანდელ სერია ა-ში ზედმეტად ბევრი კლუბია, რაც იტალიის ჩემპიონატის ხარისხზე ცუდად მოქმედებს. სერია ა-ში უნდა იყოს 18 ან 16 გუნდი, რომლებსაც მაღალი კონკურენტუნარიანობა ექნებათ. დაბალი დონის მატჩების გამოკლება, ფეხბურთის ხარისხსს მხოლოდ აამაღლებს და ადგილს გამოათვისუფლებს ევროპული დონის მატჩებისთვის“.