ტურინის იუვენტუსის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჯორჯოს განცხადებით, გუნდმა მეორე ტაიმში ჩვეული თამაში ჩაატარა.
„გვინდა, რომ კარგად გავაგრძელოთ თამაში, მიუხედავად იმისა, რომ სკუდეტო უკვე მოვიგეთ. მეორე ტაიმში ნამდვილი იუვე ვიხილეთ, ჩემპიონატში ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელმაც სკუდეტო მოიგო. თამაშები, რომლებსაც ვატარებთ, ჩვენთვის სტიმულია. დღეს კმაყოფილები ვართ, რომ კარგი თამაში ჩავატარეთ და არ წავაგეთ“, – განაცხადა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ იუვენტუსმა ინტერთან ქულა კრიშტიანო რონალდოს გოლით გადაარჩინა და მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.