კიელინი 2021 წელს დაასრულებს კარიერას და „იუვენტუსის" სტრუქტურაში დაიკავებს პოსტს
ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი გააგრძელებს კონტრაქტს ტურინულ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე, – იტყობინება „ტუტოსპორტი“.
მოქმედი ხელშეკრულება 35 წლის იტალიელ ფეხბურთელთან 2020 წლის ივნისამდეა ძალაში. წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვნელობა მოელაპარაკა კიელინის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებაზე. 2021 წლის ზაფხულში, კიელინი დაასრულებს პროფესიულ კარიერას და გააგრძელებს მუშაობას „იუვენტუსის“ სტრუქტურაში.
კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლის ზაფხულში გადავიდა „ფიორენტინადან“. ამ სეზონში მან მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.