კიდევ სამი ლეგიონერი - „სამტრედია“ ბალკანელებს დაუზავდა
კიდევ სამი ლეგიონერი - „სამტრედია“ ბალკანელებს დაუზავდა

თურქეთში შეკრებით მყოფმა საფეხბურთო კლუბმა „სამტრედიამ“ პირველი საკონტროლო შეხვედრა სლოვენიურ „კოპერთან“ გამართა და მეტოქეს დაუზავდა – 0:0.

„სამტრედია“ 0:0 „კოპერი“

„სამტრედია“ (1 ტაიმი): სეფიაშვილი, ინკუმი, ჩაკვეტაძე, თოთაძე, რიკარდო, პავიშიჩი, ქოჩლაძე, კვირკვია, ყურბანოვი, დიზი, კრსტევსკი

„სამტრედია“ (2 ტაიმი): კულუა, საჯაია, ახალაძე, კამბა, ჯგერენაია, კერძევაძე, რობაქიძე, ილურიძე, ლუკავა, კამაცუ, ღირდალაძე.

სლოვენიელებთან „სამტრედიას“ ფორმით სამმა ლეგიონერმა ითამაშა – 24 წლის გამბიელმა ცენტრალურმა მცველმა კამბა სამბუმ (ბოლო კლუბი – ალბანური „სკენდერბეუ“), ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა რიკარდო ფერეირამ და ფლანგის იაპონელმა თავდამსხმელმა კენ კამაცუმ („ნიუ მეხიკო“). 24 წლის კამბა სამბუმ გამბიის ეროვნულ ნაკრებში სამჯერ ითამაშა. კლუბის გავრცელებული ცნობით, სამივე ფეხბურთელი სინჯებზეა.

სლოვენიელებთან შეხვედრა გამოტოვეს ლუკა იმნაძემ, სტეფან სიკაჩმა, ანატონი მესიაჩენკომ და შალვა ნადირაძემ, ვარლამ კილასონია კი ტრავმირებულია.

მომდევნო ამხანგურ მატჩს „სამტრედია“ 16 თებერვალს, უზბეკურ „ბავ-ბაჰორისთან“ გამართავს, 22 თებერვალს კი ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდება.