კიდევ ერთი წელი „მილანში“ - იბრაჰიმოვიჩმა კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
40 წლის ზალატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, – ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
იტალიურ პრესაში წერენ, რომ იბრაჰიმოვიჩი განახლებული კონტრაქტის თანახმად სეზონში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს, გათვალისწინებულია ბონუსებიც.
გასულ სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.