სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ რაუნდს მსოფლიოს კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი გამოეთიშა.
2005 წლის ტრიუმფატორი, ინგლისელი შონ მერფი, 8:5-ს და 9:8-ს უგებდა უელსელ ჯეიმი ჯონსს, მაგრამ 9:10 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა. ბოლო ფრეიმში ჯონსმა 124 ქულა აიღო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატს მოქმედი ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი მარკ სელბიც გამოეთიშა, ხოლო ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა რონი ო’სალივანმა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა სტივენ მაგუაირი – 10:7.
1/16 ფინალის უკვე დასრულებული მატჩების ანგარიშები:
მარკ სელბი-ჯო პერი 4:10
რონი ო’სალივანი-სტივენ მაგუაირი 10:7
კაირენ უილსონი-მეტიუ სტივენსი 10:3
მარკო ფუ-ლიუ ჰაოტიანი 5:10
ალისტერ კარტერი-გრემ დოტი 10:8
მარკ ალენი-ლაიემ ჰაიფილდი 10:5
ბარი ჰოკინსი-სტიუარტ კერინგტონი 10:7
შონ მერფი-ჯეიმი ჯონსი 9:10