კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ალექსანდრე თოფურიამ კონტრაქტს ხელი მოაწერა #1TVSPORT
MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში კიდევ ერთი ქართველი იბრძოლებს. ილია თოფურიამ ESPN-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისმა ძმამ, ალექსანდრე თოფურიამ ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გააფორმა.
ილია თოფურია: „ის UFC-ის ჩემპიონი გახდება. ძალიან კარგი და ნიჭიერი მებრძოლია ყველა მიმართულებით – ჭიდაობა, დარტყმა. კარგი სტილი აქვს, რომელიც გულშემატკივრებს შეუყვარდებათ. ოქტაგონზე დაახლოებით ერთ თვეში ვიხილავთ“.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, ისტორიაში პირველად, MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში ქართველი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შეხვდება. ამავე დღეს მერაბ დვალიშვილი ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.