დასრულდა შეჯიბრი მამაკაცებს შორის -81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც, რომლის გამარჯვებული თამაზ კირაკოზაშვილი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ის პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუთიძეს დაუპირისპირდა და იპონით გაიმარჯვა.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ნუგზარ ტატალაშვილმა და უკრაინელმა სერჰი კრივჩაჩმა მოიპოვეს.
ამრიგად, თბილისის წლევანდელ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ათი მედალი აქვს – 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
ამით თბილისის გრან-პრიზე დღევანდელი დღეც დასრულდა. ხვალ მამაკაცებს შორის კიდევ სამ, ქალებს შორის კი ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.