კიდევ ერთი ახალწვეული - „საბურთალომ“ შვედეთიდან ზაზა ციცქიშვილი დაიმატა #1TVSPORT
კიდევ ერთი ახალწვეული - „საბურთალომ“ შვედეთიდან ზაზა ციცქიშვილი დაიმატა #1TVSPORT

საბურთალომ“ ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა, თავდამხმელ შეიკნე სილას შემდეგ, გუნდს შემტევი ნახევარმცველი ზაზა ციცქიშვილი შეუერთდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

27 წლის ციცქიშვილი რუსთაველია. უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „რუსთავში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „თელავში“, ყაზახურ „აქტობესა“ და ბოლნისის „სიონში“. აგვისტოში ფეხბურთელი შვედთის მესამე ლიგის ოსკარშამნის აიკ-ში თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში „საბურთალოში“ საქართველოს ახალაგზრდული ნაკრებების წევრი, 21 წლის მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე ითამაშებს, რომელიც „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, ბოლო ორი სეზონი კი იჯარით „თელავში“ გაატარა.