დაბრუნება „საბურთალოში“ - კაპანაძე თბილისურ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
დაბრუნება „საბურთალოში“ - კაპანაძე თბილისურ კლუბში ითამაშებს #1TVSPORT

თბილისის „საბურთალომ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და პირველი სიახლე ოფიციალურად დაადასტურა – გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდა მცველი ცოტნე კაპანაძე დაბრუნდა.

„ჩვენი საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ცოტნე კაპანაძე, რომელიც ბოლო ორი სეზონი იჯარით „თელავში“ თამაშობდა, „საბურთალოში“ დაბრუნდა. წარმატებებს და ტიტულებს ვუსურვებთ ცოტნეს „საბურთალოში“, – წერია კლუბის განცხადებაში.

21 წლის ფეხბურთელი იყო საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრი. ამჟამად ახალგაზრდული (U21) ნაკრების წევრია. კაპანაძე, „თელავის“ გარდა, ასევე იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა.

გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ 21 წლის ფლანგის მცველის საბაზრო ღირებულებას 375 000 ევროდ აფასებს.