Kickest-ი - გოგლიჩიძეს შეუძლია, აღმავლობის გზაზე მდგარი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წარმატებული მოთამაშე გახდეს #1TVSPORT
„ემპოლის“ ლეგიონერი საბა გოგლიჩიძე თამაშს შესანიშნავად კითხულობს, ბურთით ყოფნისას თავდაჯერებულია და თანამედროვე სტილის მცველია, – ასე ახასიათებს იტალიური გამოცემა Kickest-ი „ემპოლის“ ქართველ მცველს, საბა გოგლიჩიძეს, რომელმაც სერია A-ში ჯერ მხოლოდ მეორე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა.
„2004 წელს დაბადებულმა საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარა და თანატოლებთან, ილდიზთან და მბანგულასთან დაპირისპირება მოიგო.
ქართველმა გმირმა თამაში ქუთაისში დაიწყო. მან თავისი ბრწყინვალე თამაშით უკვე დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს გულებში.
„ემპოლის“ მცველს, როგორც ჩანს, აქვს ის თვისებები, რომ აღმავლობის გზაზე მდგარი ქართული სკოლის კიდევ ერთი წარმატებული მოთამაშე გახდეს. გოგლიჩიძის სიმაღლე 1,93 მეტრია, თამაშს შესანიშნავად კითხულობს, ბურთით ნახევარმცველივით თავდაჯერებულია და თანამედროვე სტილის უკანახაზელია.
„იუვენტუსთან“ მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, გოგლიჩიძემ 6 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო და 6 გადაცემა ჩაჭრა“, – წერს იტალიური გამოცემა.