„დორტმუნდის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი 2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის “არსენალს” ჩაუდგება სათავეში, – ამტკიცებს ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker.
გაზეთის ინფორმაციით, 44 წლის გერმანელმა სპეციალისტმა უარყო მიუნხენის „ბაიერნის” წინადადება და „არსენალის” ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა ამჟამინდელი დამრიგებლის არსენ ვენგერის კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდეა ძალაში, მაგრამ „არსენალის” ბოსები დიდი ალბათობით, უკვე წლევანდელ ზაფხულს გაწყვეტენ ხელშეკრულებას ფრანგ სპეციალისტთან.
ვენგერი 1996 წლიდან ხელმძღვანელობს „არსენალს”. მისი თავკაცობით კლუბმა 17 ტიტული მოიგო, მათ შორის, სამჯერ ინგლისის ჩემპიონობა. 68 წლის ვენგერი რეკორდსმენია პრემიერლიგაში მატჩების რაოდენობით – 820.