ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker ამტკიცებს, რომ”მანჩესტერ იუნაიტედი” “ბაიერნის” ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენის მთავარი პრეტენდენტია.
გაზეთის ინფორმაციით, “იუნაიტედი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც 29 წლის პოლონელის მიმართ კონკრეტული დაინტერესება გამოიჩინა.
ავღნიშნავთ, რომ თებერვლიდან ფორვარდმა აგენტ პინი ზაჰაისთან თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ-ჟერმენში” 222 მილიონ ევროდ ღირებული ტრანსფერის გაფორმებაში მონაწილეობდა.
ლევანდოვსკის კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში პოლონელის სტატისტიკა – 32 გოლი და 2 საგოლე პასია 35 ჩატარებულ შეხვედრაში.
პრესის ცნობით, ლევანდოვსკის მიმართ ინტერესს “რეალი” და “ჩელსიც” იჩენენ.