კიბერსპორტი აზიის თამაშების პროგრამაში შეიტანეს
კიბერსპორტი აზიის თამაშების პროგრამაში შეიტანეს

აზიის ოლიმპიურმა საბჭომ გამოაცხადა აზიის 2022 წლის თამაშების ოფიციალურ პროგრამაში კიბერსპორტის ჩართვის შესახებ. მედლები, რომლებსაც კიბერსპორტის შეჯიბრებებში გაითამაშებენ, გათვალისწინებული იქნება მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში.

2018 წელს, კიბერსპორტული დისციპლინები დაუშვეს ჯაკარტაში გამართულ აზიურ თამაშებზე, მაგრამ მედლების ჩათვლაში არ იყო გათვალისწინებული. მაშინ პროგრამაში შედიოდა შემდეგი ვიდეოთამაშები: League of Legends, Arena of Valor, Pro Evolution Soccer 2018, StarCraft II, Hearthstone, Clash Royale.

2022 წლის თამაშების დისციპლინათა სია მოგვიანებით გამოცხადდება.

აზიის თამაშები მომავალ წელს 10-25 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ჰანგჟოუში გაიმართება.