ხვიჩას ტოპ-4-ში ყველა ისურვებდა - ქართველი თავდამსხმელი სკაუტების თვალით
„მოთამაშის მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მაგრამ ამ პროფესიაში მომავლის გამოცნობა მნიშვნელოვანია“, – ასე იწყება „სოკერ.რუ“-ს წერილი, სადაც რუსეთის პრემიერლიგის წამყვანი მოთამაშეების შესაძლო ტრანსფერებზეა ლაპარაკი.
გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელიაც აღნიშნეს და მისი მომავალის პროგნოზირებას შეეცადნენ.
„ხვიჩა კვარაცხელია, 19 წლის, „რუბინი“ / საქართველოს ნაკრები
სკაუტებს ასეთი მოთამაშეები მოსწონთ. რა შეუძლია ხვიჩას? ბურთის ფლანგზე თრევა, ჯარიმების მოპოვება, დამაჯერებლად სიმულაცია (სკაუტები ყველაფერს თავის სახელს უწოდებენ). პლუს – კარგი დრიბლინგი, ორიგინალური დარტყმა, რომელიც მეკარეებისთვის იოლი არ არის. ამას გარდა, აქვს მაღალი სასტარტო სისწრაფე, არც ისე ურიგო გარღვევები, მოედანს და თანაგუნდელებს კარგად ხედავს („არსენალთან“ დიაგონალზე მშვენიერი გადაცემა გააკეთა!).
რა სისუსტეები აქვს? საკითხავია გამძლეობა და უბურთოდ დაცვაში მუშაობა. გაითვალისწინეთ სლუცკის სტილი – მიიყვანა მკაცრი, უმაგრესი ექიმი, რადგან ფეხბურთელებს დაქანცვამდე და მაქსიმალურად მაღალ სიჩქარეებზე ავარჯიშებს. კვარაცხელია დატვირთეს და აქ მნიშვნელოვანია ხასიათი და ჯანმრთელობაა. თუ გაუძლებს – კლასით გაიზრდება.
სად შეძლებს თამაშს? ყველგან, რადგან ისეთი სტილი აქვს. მაგალითად, ზიეჩი არის ერთდროულად პრემიერლიგის, ბუნდესლიგის, ლა ლიგისა და სერია A-ს სტილის მოთამაშე. ასე რომ, იგივე ტოპ-4 ლიგაში ახალგაზრდა ქართველის ხილვაც გაუხარდებათ. ის გუნდია გუნდში, ძლიერი კოზირი გადამწყვეტი შეტევებისთვის.
რამდენია ლოგიკური, რომ გაყიდონ? „რუბინმა“ 10 მილიონი ევროზე დათანხმება არ იჩქარა. გუნდს ბევრად მეტის მიღება შეუძლია. სტაბილური ხვიჩა დაახლოებით 20 მილიონი ევრო ეღირება, რადგან ის მხოლოდ ცხრამეტი წლისაა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზებს რეგულარულად აგროვებს“, – ვკითხულობთ წერილში.