ხვიჩა შუბითიძე - ბათუმის „დინამოსთან“ ბოლომდე ბრძოლა დაგვიფასდა #1TVSPORT
ხვიჩა შუბითიძე - ბათუმის „დინამოსთან“ ბოლომდე ბრძოლა დაგვიფასდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოსთან“ ფრედ 1:1 დასრულებულ მატჩზე ხვიჩა შუბითიძემ კომენტარი გააკეთა – „საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის თქმით, მის გუნდს ლიდერთან მძიმე მომენტში ბრძოლა დაუფასდა.

„სამწუხაროდ, მატჩის დებიუტში გავუშვით გოლი, რამაც მდგომარეობა გაართულა, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის გადარჩენა შევძელით. მეტოქეს გოლის გატანის ორი კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ოთო გოშაძე მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებელი იყო“, – განაცხადა ხვიჩა შუბითიძემ.

„საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა იმ პრობლემებზე ილაპარაკა, რაც გუნდში სანაკრებო პაუზის დროს შეიქმნა.

„მართალია, ჩემპიონატში COVID-19-დან გამომდინარე იძულებითი პაუზა იყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები შეგვექმნა და არ გვქონდა სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარების შესაძლებლობა. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ ფრე ნორმალური შედეგია”, – ამბობს შუბითიძე.

ეროვნული ლიგის 23-ე ტური „მიხეილ მესხი არენაზე“ „საბურთალო“ გათამაშების ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრას აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში პირველივე დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ, ქულა მოიპოვა – 1:1.

23 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 36 ქულა დააგროვა, თბილისის „ლოკომოტივს“ გაუთანაბრდა და გორის „დილასთან“ (38) სხვაობაც ორ ქულამდე შეამცირა. შემდეგი ტურის მატჩს გუნდი „თელავთან“ „მიხეილ მესხი არენაზე“ 16 სექტემბერს გამართავს.