ხვიჩა „ნაპოლის“ შეუერთდა - კარუზოს კვარაცხელიას დიდი იმედი აქვს #1TVSPORT
Ilnapolionline-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იტალიაშია და გუნდს დიმაროს შეკრებაზე უკვე შეუერთდა.
„ნაპოლის“ სეზონი იწყება, დღეიდან გუნდი კასტელ ვოლტურნოში იქნება, სადაც სპორტული ტესტები გაიმართებ, შემდეგ ვარჯიში და ორი გასვლითი შეკრება ჩატარდება, ჯერ დიმარო ფოლგარიდაში, შემდეგ კი – კასტელ დი სანგროში, სადაც ნეაპოლიტანური გუნდი ზედიზედ მესამე წელია ვარჯიშობს“ – წერს Ilnapolionline.
გამოცემა ესაუბრა კასტელ დი სანგროს მერს, ანჯელო კარუზოს, რომელიც „ნაპოლის“ გულშემატკივარია – მან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი დიდი იმედი აქვს:
„მიხარია, რომ „ნაპოლიმ“ ქართველი კვარაცხელია იყიდა. დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ იტალიაში საქართველოდან ჟურნალისტები და ფანები ჩამოვლენ. ამ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ. ის მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ითამაშებს და ველოდები, რომ ის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – ამბობს ანჯელო კარუზო.