საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ფეხბურთელს, ხვიჩას კვარაცხელიასა და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს ვჟი შეეძინათ, – ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
„ნაპოლიმ“ გუნდის ლიდერს ამ საპატიო მიზეზით საქართველოში გამგზავრების უფლება დართო, რათა პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.
კვარაცხელია იტალიაში, სავარაუდოდ, მალევე დაბრუნდება და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ბოლონიის“ წინააღმდეგ ითამაშებს.