ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი კვერნაძის გუნდები ერთმანეთს სერია A-ს პირველივე ტურში დაუპირისპირდებიან #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ გათამაშების პირველ ტურში ქართველების დაპირისპირება შედგება.
სერია A-ს 2023/24 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში გიორგი კვერნაძის „ფროსინონე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი 20 აგვისტოს გაიმართება.
კვარაცხელია იტალიაში შარშან გადავიდა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე, ასისტენტი და ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
გიორგი კვერნაძემ კი, რომელიც ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა, სერია A-ში წელს გადასულ „ფროსინონესთან“ კონტრაქტი ორი დღის წინ გააფორმა.