ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ იტალიის თასის 1/16 ფინალში „პალერმოს“ უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.
მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, თამაშში მხოლოდ 76-ე წუთზე ჩართო. ამ დროისთვის „ნაპოლი“ უკვე 4:0-ს იგებდა.
1/8 ფინალში კვარაცხელიას გუნდი „ლაციოს“ დაუპირისპირდება. მატჩი რომში 4 დეკემბერს გაიმართება.