ხვიჩა კვარაცხელიას მესამე გოლი - „ნაპოლიმ“ „მონცა“ დაამარცხა და სერია A-ს ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია A-ში „მონცა“ 2:0 დაამარცხა, რაშიც ქართველმა თავდამსხმელმა წვლილი გოლით შეიტანა.
მე-6 ტურის მატჩამდე ლიგაში არსებული სატურნირო მდგომარეობა ანტონიო კონტეს გუნდს შანსს აძლევდა, გათამაშების ლიდერი გამხდარიყო და ასეც მოხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 75 წუთი გაატარა და ბევრი რამ მოასწრო.
22-ე წუთზე ანგარიში „ნაპოლიმ“ მატეო პოლიტანოს ინდივიდუალური თამაშის შედეგად გატანილი გოლით გახსნა. 33-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში გამართული 6 შეხვედრის შემდეგ „ნაპოლიმ“ 13 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ანგარიშზე უკვე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.