ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა საგოლე გადაცემა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი წარმატებული თამაში ჩაატარა, ხოლო მისმა გუნდმა მორიგი შეხვედრა მოიგო. ჩემპიონატის მე-20 ტურში ყაზანის „რუბინი“ გროზნოში „ახმატს“ სტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემტევი „რუბინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 71 წუთი ითამაშა. ის აქტიური იყო და მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნა. მაგალითად, 21-ე წუთზე არტიომ ტიმოფეევმა დიდი სისწრაფით საჯარიმოსკენ დაძრული ხვიჩა უხეშად შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. კვარაცხელიას კი მოედანზე დასაბრუნებლად ექიმების დახმარება დასჭირდა.
მანამდე, მე-3 წუთზე ანგარიში მასპინძელთა შემტევმა დანიილ უტკინმა გახსნა. ხვიჩამ 50-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა, მარცხენა ფლანგზე გაიქცა და საჯარიმოში ძლიერად დაარტყა, სადაც ბურთს ფეხი ვიტალი ლისაკოვიჩმა დაახვედრა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა. დანიელმა ანდერს დრეიერმა კი 90+1-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და „რუბინს“ გამარჯვება მოუტანა – 2:1.
ყაზანელებმა ამ მოგებით 25 ქულა დააგროვეს და 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან. ხვიჩამ ხედიზედ მეორე შეხვედრაში ჩაიწერა ანგარიშზე საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ გოლის აღნიშვნისას ლისაკოვიჩმა ხელი კვარაცხელიაზე გაიშვირა და ამით გოლში მის დამსახურებაზე მიანიშნა.