ხვიჩა კვარაცხელიამ „მილანს“ სტუმრად ეფექტური გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „მილანს“ კარიერაში პირველად გაუტანა „სან სიროზე“ და „ნაპოლი“ გასვლით მატჩში 2:0 დააწინაურა.
სერია A-ს მე-10 ტურის გამორჩეული შეხვედრა ნეაპოლელებმა შესანიშნავად დაიწყეს და რომელუ ლუკაკუს ზუსტი დარტყმით სწრაფად დაწინაურდნენ – სტუმრებმა „მილანს“ მე-5 წუთზე გაუტანეს.
ხვიჩა კვარაცხელიას „მილანის“ მცველები ყურადღებით ეთამაშებოდნენ და ქართველ თავდამსხმელს, ფაქტობრივად, თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონდა, მაგრამ 43-ე წუთზე თამაში საკუთარ თავზე აიღო. კვარაცხელიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და „ნაპოლის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონზე იტალიის ჩემპიონატში უკვე 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასთვის „ნაპოლის“ შემადგენლობაში მე-100, საიუბილეო მატჩია.