ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ მეორე ტაიმში შედეგიანი გადაცემების დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსთან“ მეორე ტაიმში შედეგიანი გადაცემების დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში მე-18 ტურის პირველ მატჩში „ნაპოლისა“ და „იუვენტუსს“ შორის ანგარიშია 5:1 ნეაპოლელთა სასარგებლოდ. პირველ ტაიმში ვიქტორ ოსიმჰენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით „ნაპოლიმ“ 2:1 მოიგო (ტურინელთაგან გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა).

მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ორი საგოლე პასი შეასრულა – ჯერ რაჰმანის გაატანინა, შემდეგ – ოსიმჰენს. ნიგერიელს ორი გოლი და საგოლე პასი აქვს ამ შეხვედრაში.

მეხუთე გოლი „იუვენტუსის“ კარში ელიფ ელმასმა გაიტანა.

ქართველ შემტევს სერია A-ში „გოლი+პასი“ სისტემით 14 ქულა დაუგროვდა (7+7).