ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ სეზონში კვლავ გაიბრწყინა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მე-3 ტურის შეხვედრა სტუმრად „სოჭთან“ კარგად ჩაატარა და ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაში გამორჩეული იყო.

თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ 68-ე წუთზე საჯარიმოში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მაღალ სისწრაფეზე შევარდა, ერთ მცველს ბურთი ფეხებს შუა ეფექტურად გაუტარა და წააქციეს. არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ივან იგნატიევმა გოლად აქცია,

76-ე წუთზე კი კვარაცხელიამ მოედნის ცენტრიდან შეტევა წამოიწყო, საჯარიმოში ბურთი დენის მაკაროვს გააყოლა, რომელმაც ყაზანელები დააწინაურა 2:1. თუმცა, „რუბინმა” უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, 2:3 წააგო.

ზურიკო დავითაშვილი გუნდიდან ჯერ არ წასულა და ძირითად შემადგენლობაში იყო, 58-ე წუთზე კი მოედანი დატოვა.