ხვიჩა კვარაცხელია - ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ უზბეკეთთან შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა და სტურმართა კართან სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნა.
„დადებითად შევაფასებ ნაკრების თამაშს. ჩემი აზრით, ზედიზედ სამი მოგება ძალიან კარგი შედეგია. მნიშვნელობა არ აქვს ამხანაგური თამაში იქნება თუ ოფიციალური, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, ამ თამაშშიც ვაჯობეთ მეტოქეს და გამარჯვება მოვიპოვეთ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველოს ნაკრების და ყაზანის „რუბინის“ ლიდერმა 2021 წელი შეაფასა და ბოლო სამი მატჩის მოგებაზეც ისაუბრა:
„ძალიან კარგია, რომ ეს წელი დადებით ნოტაზე დავასრულეთ. იმედი მაქვს, ეს განწყობა მომავალ წელსაც გაგვყვება და დაგვეხმარება, რომ მეტი მოტივაციით ვითამაშოთ“, – აცხადებს „ჯვაროსნების“ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ექვსი ბურთი გაიტანა, საიდანაც ოთხი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.