ხვიჩა კვარაცხელია „ვერონასთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ვერონასთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა #1TVSPORT

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში „ვერონას“ უპირისპირდება, მაგრამ გუნდი მოედანზე ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე გავიდა.

სერია A-ს 30-ე ტურის მატჩს ლუჩანო სპალეტის გუნდი „სტადიო მარადონაზე“ ატარებს. „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა თამაშამდე დააანონსა, რომ „ვერონასთან“ კვარაცხელია ძირითადში არ ითამაშებდა.

ხვიჩა სამატჩო განაცხადშია და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს თვალს. მის პოზიციაზე ლუჩანო სპალეტიმ მექსიკელი ირვინ ლოსანო დააყენა.

ხვიჩა კვარაცხელიას მწვრთნელი „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრისთვის ასვენებს, რომელიც 18 აპრილს „სტადიო მარადონაზე“ გაიმართება.