ხვიჩა კვარაცხელია - სლუცკიმ მატჩამდე მითხრა, გაიტანო და მე ეს გავაკეთე #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - სლუცკიმ მატჩამდე მითხრა, გაიტანო და მე ეს გავაკეთე #1TVSPORT

რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურის მატჩში, ყაზანის „რუბინმა“ „სოჭს“ უმასპინძლა. შეხვედრა ყაზანში, „აკ ბარს არენაზე“ შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ოლეგ შატოვის პასით 71-ე წუთზე ხვიჩა კვარახელიამ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ ფლანგის თავადმსხმელმა კომენტარი „სოჭთან“ მატჩში გამარჯვების და საკუთარი გოლის შესახებ გააკეთა.

„დადებითი ემოციები მაქვს. გუნდმა მოიგო. კარგი გოლი გავიტანე, ეს ჩემთვის მაგარია. თამაშის დაწყებამდე ჩვენმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ მითხრა, რომ გოლს გავიტანდი და მე ეს გავაკეთე. გასახდელში კარგი ატმოსფერო იყო, ჩვენ ნამდვილი ოჯახი ვართ”, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ამის მიზეზებზეც ილაპარაკა.

„მწვრთნელთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძირითად შემადგენლობაში არ ვითამაშებდი, რათა დამესვენა. არ ვიცი, რატომ ვიტან ამდენს. ვმუშაობ და ამის შედეგია. მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძლებლობას მაძლევს“.