ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორმა გამოცემამ დაასახელა #1TVSPORT
„ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორმა საერთაშორისო ვებ გვერდმა დაასახელა – whoscored-მა და sofascore-მ.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სერია A-ს ბოლო ტურში „სასუოლოსთან“ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. whoscored-მა ქართველ თავდამსხმელს 8,6 შეფასება დაუწერა.
უფრო მაღალი ქულა კვარაცხელიამ sofascore-სგან მიიღო – ანალიზისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალმა ხვიჩას 9.0 დაუწერა, რაც მიმდინარე სეზონში ქართველისთვის საუკეთესო შეფასებაა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე, 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.