ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში შესვლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
სერია A-ს სეზონის გუნდში მოხვედრისთვის „ნაპოლიდან“ შვიდი მოთამაშე იბრძოლებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა, – ინფორმაციას იტალიური ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
EA SPORTS FIFA 23-ის მიერ ორგანიზებული შერჩევის პროცესი 18 მაისს დასრულდება და ცნობილი გახდება იტალიის ჩემპიონატის სეზონის გუნდი. გათამაშების საუკეთესო თერთმეტეულს გულშემატკივრები და სპორტული მედიის წარმომადგენლები შეარჩევენ.
საუკეთესოთა შორის სულ ნომინირებული 45 ფეხბურთელია, მათ შორის „ნაპოლიდან“ არიან ალექს მერეტი, კიმ მინ ჯე, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ზამბო ანგისა, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.