ხვიჩა კვარაცხელია სერია А-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია А-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის. საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელი იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა პარტნიორმა, easports-მა დაასახელა.
გამოკითხვა უკვე დაწყებულია და „ჯვაროსნების“ ლიდერის გარდა, კიდევ ხუთი ფეხბურთელია ნომინირებული.
ხვიჩა კვარაცხელია – „ნაპოლი“
ფედერიკო დიმარკო – „ინტერი“
გლეისონ ბრემერი – „იუვენტუსი“
კრისტიან პულიშიჩი – „მილანი“
სანტიაგო კასტრო – „ბოლონია“
პატრიკ კუტრონე – „კომო“