ხვიჩა კვარაცხელია - სატრანსფერო ფანჯარა სექტემბერში იხურება, მოდით, ცოტაც დაველოდოთ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - სატრანსფერო ფანჯარა სექტემბერში იხურება, მოდით, ცოტაც დაველოდოთ #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა ყაზანური გუნდის დამარცხებაზე „პრემიერ მატჩის“ თასზე მოსკოვის „სპარტაკთან“ ამხანაგურ მატჩში (0:4).

„არაუშავს, ეს ამხანაგური თამაში იყო. 10 დღეში ჩვენ კი ვითამაშებთ. ჩვენ ვისაუბრებთ მწვრთნელთან, ამ თამაშის ყველა შეცდომას განვიხილავთ და მერე ვნახოთ, იქ რაც მოხდება. რა თქვა სლუცკიმ გასახდელში? ყველაფერი კარგადაა, არაფერი უთქვამს. ყველაფერი კარგად იყო. არ გაცეცხლებულა. ეს ხომ არაოფიციალური თამაში იყო და ამიტომ ახალგაზრდა მოთამაშეებს აკვირდება. ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომაა“, – თქვა კვარაცხელიამ „სპორტ-ექსპრესთან“.

საქმე ისაა, რომ რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი „რუბინსა“ და „სპარტაკს“ შორის შაბათს, 24 ივლისს, ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ გაიმართება.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც „რუბინში“ მის მომავალს ეხებოდა.

„ვნახოთ რა იქნება შემდეგ. სატრანსფერო „ფანჯრის” დახურვამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო რჩება და მხოლოდ სექტემბერში იხურება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც იქნება. ჩემთვის ახლა რთულია ამაზე საუბარი, მოდით, ცოტაც დაველოდოთ”, – განაცხადა კვარაცხელიამ ხვიჩამ.