ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია - ნაკრებს კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია - ნაკრებს კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს კიდევ ოთხი მოთამაშე შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა ევრო 2024-ის პლეი ოფისთვის მზადება დღეს, 18 მარტს დაიწყო.

საღამოს საგურამოში დაბინავებულ „ჯვაროსნებს“ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელები შეუერთდნენ – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

18 მარტს ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა, იმ დროისთვის დასახელებული ოთხეული საქართველოში არ იმყოფებოდა.

ჩამოსასვლელია მხოლოდ ირანული „პერსეპოლისის“ ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი. როგორც ცნობილია, ეს ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესში 19 მარტს ჩაერთვებიან.

საქართველო – ლუქსემბურგის ნახევარფინალური მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს თბილისში შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას შეეცდებიან.