ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელი მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და კომენტარი ჩამოართვეს.
საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელი ამბობს, რომ სეზონის ბოლოს თავისი თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„მოსკოვის „სპარტაკთან“ დავმარცხდით, რაც ცუდია. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში იყო. იყო მომენტები, რომელთა რეალიზებაც საჭირო იყო. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ მოვუმატოთ. როდესაც ბევრს თამაშობ, ფორმასაც ინარჩუნებ. ამან საშუალება მომცა, სეზონის კარგად დამესრულებინა“ – განაცხადა ფეხბურთელმა „მატჩ პრემიერთან“ ინტერვიუში.
ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო შვიდ შეხვედრაში ოთხჯერ მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი და ყაზანის „რუბინის“ რუსეთის პრემიერლიგაში დარჩენაში დიდი როლი ითამაშა.