ხვიჩა კვარაცხელია „რეინჯერსთან“ მატჩისას „ნაპოლის“ სათადარიგოებში იქნება #1TVSPORT
დღეს, 22:55 საათზე, მიმდინარე სეზონის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გუნდი „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 მატჩში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება, მაგრამ იტალიური მედიისა და ევროპული ინტერნეტგვერდების მტკიცებით, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ, შეიძლება, არ ითამაშოს.
ამ ორი გუნდის ბოლო შეხვედრა გლაზგოში ნეაპოლური გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი მატჩის შემდეგ, „რეინჯერსი“ გამარჯვების გარეშეა. „ნაპოლის“ კი ჯერ არ აქვს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გარანტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შოტლანდიელებთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი აცხადებდა, რომ 3-4 მოთამაშეს დაასვენებდა და შესაძლოა, ეს დღეს მოხდეს. მაგალითად, „ილ მატინოც“, ასევე getfootballnewsitaly და 21 წლის ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორისაა.
„ნაპოლის“ შემადგენლობა „რეინჯერსის“ წინააღმდეგ (4-3-3) ასეთი იქნება: მერეტი; დი ლორენცო, ოსტიგარდი, ხუან ჟესუსი, მარიო რუი; ნდომბელე, ლობოტკა, ელმასი; პოლიტანო, სიმეონე, ლოზანო.