ხვიჩა კვარაცხელია - „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მოხვედრა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ახლა, ესპანეთთან თამაშის გარდა, არაფერზე არ ვფიქრობ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მოხვედრა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ახლა, ესპანეთთან თამაშის გარდა, არაფერზე არ ვფიქრობ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ესპანეთის მატჩამდე „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდა და ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებულ მოლოდინებზე კომენტარი გააკეთა.

„ახალგაზრდულში უთამაშებლობას რაც შეეხება, ამის შესახებ უკვე ვისაუბრე. ევრო 2023-ის შემდეგ არავის გასჩენია კითხვა, რომ ამ გუნდს ვინმე დააკლდა. ამ ბიჭებმა ქართველი ხალხი ასახელეს და წარმატებული ტურნირი გამოუვიდათ.

მზად თუ ვარ ესპანეთთან მატჩისთვის? საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი და ხვალაც ასე იქნება. მიმაჩნია, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ და ამას მოედანზე იხილავთ.

„ოქროს ბურთის“ ნომინანტების სიაში მოხვედრაზე რას ვიტყვი? ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ახლა, ესპანეთთან თამაშის გარდა, არაფერზე არ ვფიქრობ“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.