ხვიჩა კვარაცხელია - მომავალს იმედით ვუყურებ, მე მიყვარს „ნაპოლი“, MVP გუნდის დამსახურებაა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - მომავალს იმედით ვუყურებ, მე მიყვარს „ნაპოლი“, MVP გუნდის დამსახურებაა #1TVSPORT

ნაპოლიმ“ მესამე სკუდეტო მოიგო და ჩემპიონებს თასი „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სამპდორიასთან“ მოგებული (2:0) მატჩის შემდეგ გადაეცათ. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჯილდოსა და განვლილ სეზონზე ისაუბრა, გუნდს კი მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, „ნაპოლის“ მთელ პერსონალს, მათ გარეშე ვერასოდეს მოვიპოვებდი სკუდეტოს და წლის MVP-ს ტიტულს. ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა.

სეზონის საუკეთესო ეპიზოდი? როდესაც ჩვენ მოვიგეთ „უდინეზესთან“ და სკუდეტო გავინაღდეთ, ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო. თანაც ჩემპიონები ნეაპოლში ჩემს პირველივე სეზონში გავხდით. ამ წარმატებას გულშემატკივრები 33 წელი ელოდნენ, მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი შემდგომი წარმატებისკენ.

ვამაყობ იმ გულშემატკივრებით, რომლებიც საქართველოდან ჩემ გამო ჩამოდიან, მადლობას ვუხდი მათ, მაგრამ ისინი მხოლოდ ჩემ გამო არ მოდიან, არამედ „ნაპოლის“ საგულშემატკივროდ. მათ არა მარტო მე შემიყვარეს, არამედ შეუყვარდათ ნეაპოლიც. ეს ხალხია ჩემი მოტივაციაა. მთელ სეზონი ასეთ დიდ მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ.

მე ვარ ლიდერი? ვფიქრობ, რომ ამ გუნდში ბევრი ლიდერია, ოსიმენი, დი ლორენცო… ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო მოედანზე. არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო.

შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.