ხვიჩა კვარაცხელია „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „მილანი“-„ნაპოლის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა – ინფორმაციას სერია A-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„სხვა ვინ? კვარაცხელია „მილანი“-„ნაპოლის“ (0:2) მატჩის საუკეთესო მოთამაშეა“, – წერია სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) სერია A-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
კვარაცხელიამ „სან სიროზე“ გამართულ სერია A-ს მე-10 ტურის დაპირისპირებაში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ ფორმით ჩატარებულ მე-100 შეხვედრაში „მილანს“ პირველად გაუტანა.
ეს გოლი საქართველოს ნაკრების ლიდერისთვის „ნაპოლის“ ფორმით გატანილი 30-ე გოლი აღმოჩნდა. სულ კი მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველ ლეგიონერს 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა ქართველი თავდამსხმელის თამაში 8.0 ქულით შეაფასა, საუკეთესოდ კი მატიას ოლივერა დაასახელა (8.1). Sofascore-მა ქართველს 7.4 ქულა დაუწერა, ოლივეირას – 7.7, ხოლო საუკეთესოდ მეკარე ალექს მერეტი (8.2) დაასახელა.