ხვიჩა კვარაცხელია - მეც და მთელ გუნდს მეტი უნდა გაგვეკეთებინა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - მეც და მთელ გუნდს მეტი უნდა გაგვეკეთებინა #1TVSPORT

ესპანეთთან დასრულებული შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ შეაფასა. 20 წლის თავდამსხმელმა თბილისში გამართულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და თუ ვინმე თამაშს ამწვავებდა, უპირველესად სწორედ ის გახლდათ.

„ჩვენს თამაშს დადებითად შევაფასებდი. ბოლოს არ გაგვიმართლა. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე გავუშვით – არარეალური გოლი გაგვიტანეს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს პირველ არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სპეციალურ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა საკუთარ გამოსვლაზეც ილაპარაკა.

„ჩემს თამაშსაც დადებითად შევაფასებდი, მაგრამ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ალბათ, მეტიც შეიძლებოდა და მეტი უნდა გამეკეთებინა არა მხოლოდ მე, არამედ, მთელ გუნდს“.

ხვიჩამ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს. ძალიან სასახარულოა, როდესაც „დინამო-არენაზე“ იხედები და ხედავ გულშემატკივრებს, რომლებიც 90 წუთი არ გაჩერებულან. მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საქართველოში გულშემატკივართან ერთად თამაშობ“.