ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
გამოცემა whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში „ნაპოლიმ“ „სტადიო მარადონაზე“ „ვერონას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის მთავარი გმირი ნეაპოლელთა ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომლის გოლითაც იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
გარდა გოლისა, „ვერონას“ კართან ყველაზე მეტი სახიფათო მომენტი ქართველმა ფეხბურთელმა შექმნა. Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8.7 ქულით შეაფასა.
ტურში ყველაზე მაღალი შეფასება პაულო დიბალამ მიიღო, „რომას“ არგენტინელ მოთამაშეს 9.2 ქულა დაუწერეს და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.